რეზო ბუკია ბრიფინგს მართავს


დღეს,  სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის  პრეზიდენტმა  რეზო ბუკიამ ბრიფინგზე ჟურნალისტები მოიწვია და ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორი გოჩა ჩიქოვანი უყურადღებობაში და გულგრილობაში დაადანაშაულა.  ბრიფინგზე იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ” ანა წითლიძე. მისი თქმით, სპორტსმენები თავად დაუკავშირდნენ  საკითხის მოსაგვარებლად.

ბუკიას ინფორმაციით: ” ბორჯომში ტარდება შეკრება მთელი საქართველოს მასშტაბით და მიმდინარეობს  2017 წლის ოლიმპიადისთვის მზადება.ზუგდიდიდან ოთხი მძლეოსანი სპორტსმენი მიემგზავრება, მათ სთხოვეს დაფინანსება ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრი“-ს ხელმძღვანელობას, საუბარია 200 ლარზე, უარის საფუძვლად განცხადების  დაგვიანებით შემოტანა დაუსახელეს,  რასაც არ ეთანმება რეზო ბუკია. ის ამბობს, რომ მის მიმართ აქვთ პირადი ინტერტესი . „დამსახურებული სპორტსმენი ვარ, მაქვს მიღწევები, კარგი მწვრთნელი ვარ და კარგადაც ვმუშაობ, მაგრამ ამათ არ უნდათ, ვინც კარგად მუშაობენ ისეთი ადამიანები, ამათ უნდათ ისინი ვინც კორუფციას ეწევიან, მე კი არ ვეწევი კორუფციას“განუცხადა- ბუკიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, განცხადებით  რამდენჯერმე მიმართა ქალაქის მერს და მუნიციპლიტეტის გამგებელს, მაგრამ ვერ მოახერხა შეხვედრა.“აქედან მინდა მივმართო მათ, შემხვდით ბატონო მერო და გეტყვით სიმართლეს თუ რა ხდება ზუგდიდის სპორტში“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=nXfdbjnBUts[/embedyt]

მშობელი იამზე მატკავა ამბობს, რომ  გაურკვეველ  მდგომარეობაში არიან , არ იციან რატომ უთხრეს ახალგაზრდებს დაფინანსებაზე უარი.”ჩვენი სახსრებით შევძელით დღეს, ბავშვების გამგზავრება” [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mld0pWcbNRE[/embedyt]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე  ჟურნალისტებთან ამბობს,  რომ ის პირადად ელაპარაკა სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორს ბატონ გოჩა ჩიქოვანს, რომელმაც განუცხადა,  რომ დოკუმენტაცია დაგვიანებით შემოვიდა, მაგრამ როგორც წითლიძე განმარტავს, მშობლების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაფინანსებაზე ექნებათ პრობლემები. წითლიძე ამბობს, რომ  „არ შეიძლება პრობლემა იყოს ბუკიასა და ჩიქოვანს შორის და ზარალდებოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც უწევთ შეჯიბრებებზე სიარული. ჩვენ თვალყურს მივადევდებთ ამ საკითხს და განვახორცილლებთ მონიტორინგს ცენტრისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობაზე.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uEh5vlJ3X7Y[/embedyt]

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორი გოჩა ჩიქოვანი. მან „ზუგდიელებთან“საუბარში აღნიშნა, რომ  მათ მიერ შემოტანილი განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაგვიანებული იყო .“ ჩვენ ბიუჯეტში ყველაფერი მუხლობრივად, დეტალურად გვაქვს გაწერილი, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, აქედან გამომდინარე, არაკანონიერ საქმეს ვერ გავაკეთებდი.” ჩიქოვანი პირად ინტერესს გამორიცხავს ბუკიასთან.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!