რეგიონში საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 4 პირი დაჯარიმდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 აპრილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში, საკომენდატო საათის გადაადგილების წესი ოთხმა პიროვნებამ დაარღვია.

“საქართველოს პრეზიდენტის, 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ: საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის – 4 პირი დაჯარიმდა”,-ნათქამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.