- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 77 პირი.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, 1 ივლისის მომაცემებით, რეგიონში 14 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2013 პირზე.
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.