რეაბილიტაციის გამო, ქუთაისის აეროპორტი ოქტომბერში ორი კვირით დაიხურება


  • საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.

პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

“სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ”-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.