“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე თავის ფეისბუქგვერდზე აღწერს რა ხდებოდა 8 ოქტომბრის საღამოს ზუგდიდში. “მე პატარა ვიყავი 90 წლებში და ბევრი არაფერი მახსოვს არჩევნებიდან მაგრამ წუხანდელმა ღამემ ზუსტად მანახა მისი სახე. დილიდან იმ უბნებზე ზუგდიდში სადაც იცოდნენ ენმ უნდა მოეგო შეიქმნა პრობლემები, გააჭიანურეს და დააგვიანეს უბნების გახსნა.
ყველა უბანზე მობილიზირებული იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები და ნარკომანები საარჩევნო უბნებზე. გასაკუთრებულად აქტიურობდა ე.წ. ტყის ძმების მეთაურის დათო შენგელის ჯგუფი. მიუხედავად ამისა 7 საათისკენ უკვე იცოდნენ რომ ქალაქშიც და რაიონშიც არჩევნებს აგებდნენ.
მაგრამ რაც საღამოს 8 საათის შემდეგ მოხდა ეს მხოლოდ უნდა გენახათ ამას ვერავინ ვერ აღწერს. გადასავლას ვერ ვასწრებდით ზუგდიდის ქალაქისა და სოფლების უბნებიდან, უბნების დარბევები, კომისიის მდივნის გატაცებები, სამთავრობო მანქანების ესკორტი ამ დარბევებს მოაცილებდა, ჩართული მთელი სახელმწიფო მანქანა. საჯარო მოხელეები და ქართული ოცნების აქტივისტები კომისიებში რომლებიც როგორც კი ნახავდნენ რომ უბანი წაგებული ქონდათ უმიზეზოდ ჩაშლილად აცხადებდნენ უბანს. შემდეგ ერთდროულად შეიქმნა პრობლემები ჯიხაშკარში, განმუხურში, ყულიშკარში,კოლხიდაში, ძველ და ახალ აბასთუმანში, დარჩელში, კახათი, ქალაქის 15 უბანში, ფაიფურში, მესამე სკოლის ზონაში, ცენტრში, სოფლებში შემოიყვანეს სპეცრაზმი უბნებს ალყა შემოარტყეს და სოფლებში სადაც ვერ ჩავუსწარით დაარბიეს. დაარბიეს სოფლები სადაც წააგეს. ცემეს საერთაშორის დამკვირვებლები.
უბნიდან უბანში და სოფლიდან სოფელში გადავდიოდი და სადაც ჩავდიდოდი ყველგან მხვდებოდა დარბევების ორგანიზებაში ლაშა გოგოია (გამგებლობის კანდიდატი) მანქანით, ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი) (ორივე სხვათაშორის სახელმწიფო მანქანით) მერაბ ქვარაია ქალაქში, რომლის ნარკომანი ძმა მესამე სკოლაში ემუქრებოდა ყველას თუ წააგებთ თავებს მოგჭრითო) ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი) პროცესებში მთლიანად ჩართული იყვნენ პოლიციის მაღალაჩინოსნები. (ზესაშვილი სამხარეო პოლიცის უფროსი) პარადოქსია რომ პოლიციასთან ერთად ძველიბიჭები და კრიმინალები “ამაგრებდნენ უბნებს”
მაინც ვერ გაგვტეხეს და ყველა უბანზე მივუსწარით. ჰოდა სათითაოდ დავიცავთ თითოეულ ხმასაც. ათჯერ რომ წაგვართვათ არჩევნები ათჯერვე გაგიწევთ წინააღმდეგობას და შეგაკვდებით. მთავარი ბრძოლა აწი იწყება.
მადლობა ყველას ვინც მირეკავდით და ვერ გიპასუხეთ. კარგად ვართ. ბრძოლა საბოლოოდ საქართველოს გამარჯვებამდე გრძელდება და ათჯერ ბიძინა ვერ შეგვაშინებს და წაგვართმევს არჩევნებს. ათმაგი ძალით ვართ ყველა.
მადლობა ზუგდიდს ამხელა მხარდაჭერისთვის <3
და ბოლოს უღრმესი მადლობა რეგიონის ჟურნალისტებს ყველას უკლებლივ, ჩამოსულ ჯგუფებს, ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანოზაციების ნაწილს ვინც არჩევნებს აკვირდებოდა რომ არა თქვენ წუხელ ბევრად ცუდად იქნებოდა საქმე.”