რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი

  • American Journal of Epidemiology, ექვსწლიანი კვლევების მონაცემები გამოაქვეყნა და დაადგინა, ვინც დღეში მინიმუმ ხუთ ჭიქა წყალს სვამს, გულის მძიმე დაავადებით გარდაცვალების რისკი ბევრად უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე მათ, ვინც დღე-ღამეში მხოლოდ ორ ჭიქას მიირთმევს.

იდეალური ვარიანტი – დღეში 2 ლიტრი წყალია, თუმცა, უმრავლესობა მხოლოდ 0,5 ლიტრით შემოიფარგლება, რადგან სწორედ ამდენ სითხეს შეიცავს დღის მანძილეზე მირთმეული საკვები, ჩაი, ხილი და ბოსტნეული. ზაფხულში ორგანიზმი ბევრად მეტ სითხეს მოითხოვს. საკვების მიღებამდე წყლის დალევა მისაღებია, თუმცა, მცდარია აზრი, თითქოს ის ამცირებს მადას ან შიმშილის გრძნობას. ჭამის პროცესში წყლის დალევა ასევე რეკომენდირებულია, თუმცა ნუ დალევთ ძალიან ცივ წყალს, რადგან ის ხელს უწყობს საკვების კუჭიდან ნაწლავებში სწრაფად გადასვლის პროცესს. ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების შევიწროვების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება.
დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები, ჩვეულებრივ სხეულის 1 კგ. მასაზე 30 მლ. სითხის მიღებას გვირჩევენ, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისას კი, 600-1000 მლ-ით მეტს. თუმცა, ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება, რაზეც ის წყურვილის გრძნობით მიგვანიშნებს. ასეთ დროს უკეთესია წაყალი თითო ჯერზე მცირე რაოდენობით (50-100 მლ) მივიღოთ, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე) სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. მაქსიმალური რაოდენობის ცნება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადამიანის წონაზე, ჰაერის ტემპერატურასა და მის საქმიანობაზეა დამოკიდებული. მთავარია, ყოველთვის მიირთვათ წყალი, როცა მოგწყურდებათ.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.