- მარიუპოლის თეატრში, რომელიც რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა და განადგურდა – ადამიანები გადარჩნენ. ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი სერგეი ტარუტა Facebook-ზე ავრცელებს.
„საშინელი ღამის შემდეგ, უვიცი ომის 22-ე დილას, საბოლოოდ კარგი ამბები გვაქვს მარიუპოლიდან. თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაიწყო, ხალხი ცოცხალი გამოდის,“ – წერს რადას დეპუტატი სერგიი ტარუტა.