ჟურნალი “ზუგდიდელები” 10 წლის გახდა. 2005 წლის 15 ივლისს, მისი პირველი ნომრის გამოცემა, ზოგადად ქრისტიანობისა და ზუგდიდელების საყვარელ დღესასწაულს ,,ვლაქერნობას” დაემთხვა. 10 წლის წინ, ზუსტად ერთ საათში, გაიყიდა ჟურნალის მთელი ტირაჟი და ზუგდიდელების დიდი მოწონება დაიმსახურა. ჟურნალი უსახსრობის გამო, მართალია, პერიოდულობის დარღვევით, მაგრამ დღესაც აგრძელებს გამოცემას.
ჟურნალის გამომცემელია შპს “გაზეთ “ზუგდიდის” რედაქცია”, რომელიც იმავდროულად გამოსცემს გაზეთ ,,ზუგდიდს” და საინფორმაციო პორტალს www.zugdidelebi.ge