- დედაქალაქის პარალელურად, ზუგდიდში, მიმდინარე უწყვეტი აქციის 47-ე დღე ხმაურიანი იყო. აქციაზე დააკავეს, ერთ- ერთი ორგანიზატორი, ”დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა.
წინასწარი ინფორმაციით, სიჭინავა დაკავებულია პიროტექნიკის გამოყენების მცდელობისთვის. ის, ასევე, სხვა, წინა აქციებზე, არაერთხელ, კონკრეტულად კი ხუთჯერ დააჯარიმეს, ”ბალაკლავას” ტარებისთვის და ერთხელ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
მოხდა შელაპარაკება პოლიციასა და აქციაზე მყოფ, ”კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის. ხოშტარიამ, აქციაზე მოიტანა და გააკრა სტიკერები ”გაიფიცე”. როგორც ხოშტარია განმარტავს ჟურნალისტებთან, არც პიროტექნიკის გამოყენება და არც სტიკერების გაკვრა, არაა კანონით აკრძალული, რომ ეს უბრალოდ, პოლიციელების ტყუილია.
დაპირისპირების დროს, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე მანანა მიქავა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამ წუთებში სიტუაცია განიმუხტა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები.