- ოცდაამერთე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში. აქციის მონაწილეები შეიკრიბდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდელ მოქალაქეთა ერთი ნაწილი, ახალგაზრდები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციური კოალიციის წევრები აპროტესტებენ სახელისუფლებო განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. იმავდროულად აპროტესტებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.