პროექტი “სოფლად სახლი“


 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედებს პროექტი „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო დევნილ ოჯახებს კერძო სახლებს საკარმიდამო ნაკვეთებით შეუსყიდის.

 ბოლო ორი თვის განმავლობაში, სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში დევნილებისათვის 60 კერძო სახლი შეისყიდა.
დევნილთა და განსახლების მინიტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია იმ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, რომელთათვისაც სამინისტრომ კერძო სახლები შეიძინა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.