“მაკულატურა”- წარმატებული პროექტი


წარმატებით გრძელდება პროექტი ,,მაკულატურა” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. პროექტიდან ბიბლიოთეკამ შეიძინა სხვადასხვა დასახელების ლიტერატურა. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი,  ქალბატონი მადონა მაქაცარია ამბობს, პროექტის წარმატება ბიბლიოთეკის  კოლექტივის დაუზოგავი შრომის შედეგად მოხდა. ამ დიდ საქმეში დახმარებისათვის ის მადლობას უხდის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ა.ა.ი.პ-ის დირექტორს ბატონ ნოე პერტაიას, კობა კვარაცხელიას, ზურაბ გოგსანიას და ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ა.ა.ი.პ-ის დირექტორს ბატონ მამუკა ციმინტიას, დათა სოსელიას და ფრიდონ წიფურიას.ის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!