პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.