პრემიერ მინისტრი: ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით


  • პრემიერ მინისტრმა გახარიამ, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას, ხაზი გაუსვა იმ ადამიანების საკითხს, ვინც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგეს.

„ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული  მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი, რათა ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!