პრემიერი დღეს ზუგდიდს სტუმრობს


  პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ესტუმრება და სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრება. პირველ რიგში, პრემიერი სოფელ ცაიშში კომპანია stimor associate-ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოს“, ფარგლებში ორი მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად და აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ზუგდიდის ცენტრში , გუბერნიის გვერდზე,   MCDONALD,s გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ კულტურულ ძეგლების ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს. პრემიერი ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას, სადაც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. რეგიონში სტუმრობისას ის სოფელ რუხში ჩავა, სად მშენებარე მულტიფუნქციურ საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.