- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს მიმართავს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოწოდებაში დახმარებას სთხოვს.
„ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობა უნდა იყოს საზღვრებს გარეშე. უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად. მე ვერ დავასრულებ ამ სიტყვას, რომ არ გთხოვოთ ასამბლეას, შემოგვიერთდეთ ჩვენს მიმართვაში, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა