- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.
“1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“, – წერს ზურაბიშვილი.