პოლიციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში და სხვა რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული კ.ა.; 1993 წელს დაბადებული კ.ა.; 1995 წელს დაბადებული ზ.ბ.; 1995 წელს დაბადებული ნ.ხ.; 1968 წელს დაბადებული თ.ქ.; 1957 წელს დაბადებული რ.ფ. და 1988 წელს დაბადებული მ.ქ.;  ასევე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ც. და 1949 წელს დაბადებული რ.ა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს – სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!