- დღეს, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 1350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უწყების ცნობით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითრების ფონდის პროგრამის მენეჯერმა თამარ ქარდავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.
სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.