- მმართველი პარტია პირბადეების არტარებისთვის, 50-ის ნაცვლად, ახლა უკვე 20-დან 30 ლარამდე ჯარიმის დაწესებაზე ფიქრობს. ამის შესახებ აქტიურად მსჯელობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
მათი თქმით, არ უნდათ, რომ მძიმე ტვირთად დააწვეს ეს ჯარიმა საზოგადოებას.
ცნობისთვის, თავდაპირველი ვარიანტით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტზე ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს.