პენიტენციური სამსახური-მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი


  • პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, -ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა, რაც შიმშილობს. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.