აბიტურიენტებისთვის და პედაგოგებისთვის დამატებითი გამოცდები 16 -17 ივლისს ჩატარდება


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება, განისაზღვრა ერთი დამატებითი  საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

16 ივლისი: 

ქართული ენა და ლიტერატურა – ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

17 ივლისი:

მათემატიკა – ერთიანი ეროვნული გამოცდები;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) –  მასწავლებლის საგნის გამოცდა;

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) –  მასწავლებლის საგნის გამოცდა;

მათემატიკა (I-VI) – მასწავლებლის საგნის გამოცდა;

სამოქალაქო განათლება – მასწავლებლის საგნის გამოცდა.

გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას 08:00 საათზე.

უწყების ცნობით, სხვა  გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.