- ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, “პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგი, სადაც მან რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეაგინა.
შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები: “რუსთავი2 ეს ზარალია”, “ჩვენ გვინდა მიუმხრომლობა”, ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე”, “კი ეკლესიას”.
“პატრიოთა ალიანსის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა შავლეგ თოდუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი აპროტესტებენ “რუსთავი 2″–ის გამომწვევ განცახდებებს. “მე მინდა გაბუნიას მივმართო, ომი, რომ დაიწყოს მართლა, რომ შემოვიდეს ის ოკუპანტი, რუსი თქვენ სად წახვალთ, ვირთხებივით ხომ დაიმალებით, საწყალი ახალგაზრდა ბიჭები ხომ შეეწირება ამ ყველაფერს. თქვენ ვირთხებო მართლა. რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს? რატომ მოდიხართ გამოწვევაზე. ჩვენ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ნორმალური, ვაჟკაცი ადამიანი არ იკადრებს. ვინც არ უნდა იყოს მტერიც კი არა, შვილის მკვლელიც რომც იყოს, არ შეურაცხყოფს მიცვალებულს. არ გვეკადრება ჩვენ ქართველებს”.
“პატრიოტებმა” სატრანსპორტო გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციაში ჩაერთვნენ პოლიციელები და აქციის მონაწილეები გადაიყავნეს გზის სავალ ნაწილზე.
პატრიოტებო მარტო ქართველებო! ჯიგრებო! გაიხარეთ! <3