პატრიარქის მხარდასაჭერი მსვლელობა-ლიტანიობა ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მხარდასაჭერი მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართა.

მსვლელობა-ლიტანიობა ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყო და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დასრულდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მსვლელობა-ლიტანიობით თანადგომას უცხადებენ პატრიარქს.

ლიტანიობა-მსვლელობის შემდეგ, მეუფე გერასიმემ პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე გერასიმემ,  მრევლს, მადლობა გადაუხადა მსვლელობაში მონაწილეობისთვის. “მომავალ კვირას, ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი, ვისაც ექნება სურვილი, წავიდეთ თბილისში და სამების საკათედრო ტაძარში დავესწროთ პატრიარქის წირვა-ლოცვას.”

დღევანდელ მსვლეობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!