- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.
რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს”.-ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.