- “ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. დღესვე, დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ინფორმაციისთვის: ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ასევე იკავებდა 2021-2024 წლებში.