პანდემიის გამო, რიოს კარნავალი აღარ ჩატარდება


  • კორონავირუსის პანდემიის გამო, რიოს კარნავალი აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღეს.

როგორც სამბას სკოლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კორონავირუსის პირობებში კარნავალის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა არ არსებობს.

რიო დე ჟანეიროს მერიაში კარნავალისა და მასთან დაკავშირებული სხვა საზეიმო ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარეშე მრავალრიცხოვანი საჯარო ღონისძიებების გამართვა შეუძლებელია.

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც რიოს კარნავალი დასრულდა.

ბრაზილია კორონავიურისთ ინფიცირებულთა და ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!