პაატა სალია სასამართლო გადაწყვეტილების დერეგისტრირების ვადის შესახებ


  • სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს დაერეგისტრირებინა სასამართლო გადაწყვეტილება. თქვენ შეგიძლიათ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ნახოთ,-ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასაშვებობის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჩივრდება და შესაბამისად, ის მაშინვე შედის ძალაში.
„ვინაიდან, გამოირიცხა საკითხი, რომ არსებობდა საფრთხე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღარც შევიდა მსჯელობაში. იმიტომ, რომ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მხარეს არ დაურღვევია ეს უფლება, მათ შორის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს, არ არსებობდა საქმის დასაშვებად და არსებითად განხილვის საფუძველი. ე. ი სასამართლომ მიიჩნია რა, რომ არ არის გამოხატვის თავისუფლების საფრთხე, ეს დავა მიიჩნია კერძო სუბიქტებს შორის ქონებრივ დავად. ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები – ასახა ეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ქონებრივი დავებიდან გამომდინარე სარჩელებზე სტრასბურგის სასამართლოში ცალსახა პრაქტიკა არსებობს, რომ 39-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სტრასბურგის სასამართლო არ იყენებს ქონებრივ დავებთან მიმართებაში. ამდენად, ესეც ერთ-ერთი დამადასტურებელი გარემოებაა იმისა, რომ ვერ იპოვით პრეცედენტს, განსაკუთრებით საქართველოდან წასულ საქმეებში, რომ ქონებრივი დავიდან გამომდინარე სარჩელებზე სტრასბურგის სასამართლოს მიეღოს დროებითი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, დროებითი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს ვარაუდი იყო, რომ შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შექმნოდა, ასეთი საფრთხე არ არსებობდა, დადასტურდა და დღესაც არ არსებობს. ეს არხი გააგრძელებს ისევე, როგორც აგრძელებს გუშინ, დღეს და გააგრძელებს ხვალაც. დარწმუნებული ვარ იქნება ყველაზე წარმატებული არხი საქართველოში“,-აცხადებს პაატა სალია ჟურნალისტებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!