- “ოცნების” მედიაცენტრში გაიმართა შემაჯამებელი ბრიფინგი ზუგდიდში განვითარებულ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ბრიფინგზე ითქვა: “ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს დიდი უპირატესობა აქვს. შესაბამისად, არჩევნებზე, მოსახლეობის მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატი პირველსავე ტურში შეძლებს გამარჯვებას. ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიური სურათია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც. ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, მათი ერთადერთი მიზანი, ამ ეტაპისთვის, არის არჩევნების ჩაშლა”.