ოცნების სახლი ბორბლებზე- ნახეთ როგორც გადააქცია ამერიკლემა წყვილმა ძველი ავტობუსი ულამაზეს ბორბლებიან სახლად


  • ცხოვრება ბორბლებზე – საკმაოდ სახალისო თავგადასავალია, და თანაც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს საშუალებას იძლევა, უარი თქვა მაღალ თანხებზე, რაც ბინის დაქირავებას და მის გადასახადებს უკავშირდება, ენთუზიაზმი ორმაგდება. ამ კალიფორნიელმა წყვილმა ძველი სასკოლო ავტობუსი იყიდა და სრულიად გარდაქმნა. ახლა ძალიან ბედნიერები არიან და თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სად იცხოვრონ – სახლი სულ თან აქვთ.

მათი ავტობუსი უკვე ჩამოწერილი იყო, 2001 წლის გამოშვებაა და ტექნიკურადაც ბევრი რამ იყო აღსადგენი. ამიტომ, ჯერ გამართეს, როგორც კარგი ავტობუსი და შემდეგ დაიწყეს შიდა ინტერიერის მოწყობა და მისი სახლისთვის დამსგავსება. თანაც, ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ, დამოუკიდებლად.

სივრცე რომ სრულად გამოეყენებინათ, საერთოდ აიღეს სავარძლები. შიდა ავეჯისთვის კი მხოლოდ ხე გამოიყენეს – იატაკზე, ჭერზე, პანელების სახითაც.

კალიფორნიელი ცოლ-ქმრის ტაილერისა და ლეკსის სახლში არის ყველაფერი – სამზარეულო, საძინებელი, მისაღები სივრცე და აბაზანაც.

ახალგაზრდა ავანტიურისტებმა უკვე მოინახულეს რამდენიმე შტატი და მიწაც იყიდეს ტეხასში, სადაც საბოლოოდ აპირებენ წლების შემდეგ დასახლებას.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.