ოსკარმა ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც უმცირესობების ჩართულობას მოითხოვს


  • ამერიკის კინოაკადემიამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც 2024 წელს, რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე შევა ძალაში. ახალი რეგულაციების თანახმად, მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მინიმუმ ერთი მსახიობი უნდა იყოს შემდეგი ეთნიკური ჯგუფიდან:

აზიური წარმოშობის, ლათინოამერიკული წარმოშობის, შავკანიანი, ალიასკის ძირძველი მოსახლე, ამერიკის ძირძველი მოსახლე, ახლოაღმოსავლური/ჩრდილოაფრიკული წარმოშობის, ჰავაისა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოსახლე, სხვა რასებისა და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის (მესამე ხარისხოვანი როლის შემსრულებლები და სტატისტებიც) 30% უნდა იყვნენ ქალები, LGBTQ ადამიანები, კოგნიტური და ფიზიკური ნაკლების მქონე პირები, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირები.

ახალი რეგულაციები არ შეეხება 2021 წლის დაჯილდოებას, მაგრამ ეტაპობრივად შემოვა 2022-2024 წლებში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!