ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებულ ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ორსული ქალი კლინიკაში ანაკლიის საკარანტინე ზონიდან ცხელების და ხველების სიმპტომებით, დღეს მოათავსეს. ის ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერიდან იყო.

დღესვე, ანაკლიის საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაციც დაბალი ტემპერატურით და ყელის მსუბუქი ტკივილით. ახალგაზრდა მამაკაცი საკარანტინო ზონაში მოხვედრამდე, გალში იმყოფებოდა ნათესავებთან.

ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში Covid 19-ის დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!