ოპოზიციამ შემდეგი სამი საპროტესტო აქცია დაანონსა

  • “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირებზე სტიკერი წარწერით „გაყალბებულია“ დაეკვრება, რომლებზეც პროტესტის მონაწილეები დადგებიან და არჩევნების გაყალბების ფაქტს მდუმარედ გააპროტესტებენ.

გიგი უგულავას თქმით, შემდეგი აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს 21 ნოემბერს. უგულავას განმარტებით, ამ დღესაც პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა განმარტა, მესამე საპროტესტო აქცია იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.