- ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი.
ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 40,4% შეადგინა.