- ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
„სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „რესპუბლიკის“ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.