ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, 12 ივლისიდან დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება


  • დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში 12 ივლისიდან კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეჩერდება.

მუშაობას შეაჩერებენ თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და ანსამბლები.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!