ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  • ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია  ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 26 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი 3 მათგანს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 37 და დაღუპულია 3 ადამიანი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.