ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა


  • უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის 28-ე დღეს ოკუპანტების თავდასხმას 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 167-მა ბავშვმა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში – 61. 41 ბავშვი დაშავდა ხარკოვის ოლქში, 40 -დონეცკის ოლქში, 32 – ჩერნიგოვის ოლქში, 24 – მიკოლაევის ოლქში, 16 -დედაქალაქში, 15- ჟიტომირის ოლქში, 15 – ხერსონის ოლქში და 14 – სუმის ოლქში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.