- ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დადიანების ეზოში, თბილისის “ბიგ ბენდის” და “ქართული ხმების” ერთობლივი კონცერტი მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე მოხდა საპატიო ზუგდიდელების წარდგენა. ”საპატიო ზუგდიდელის” წოდება მიენიჭა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსს მარინა წულეისკირს, მეათე საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ კუპრეიშვილს, კიკბოქსიორ დავით ქირიას და ქორეოგრაფ რეზო ჩხეიძეს.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.