- ყოველ ოთხშაბათ დღეს, “უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში” 11:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით, ნებისმიერი ვიზიტორი უფასოდ შეძლებს საგამოფენო სივრცის დათვალიერებას.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება – ოთხშაბათობით დადიანების სასახლის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე, ღია დახვდება სტუმრებს.