25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც თბილისში, ზუგდიდშიც, ცენტრალურ ხეივანთან, „ სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის’’ ცენტრი” ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხმაურიანი აქციით „ ნუ გაჩუმდები’’ ჩაერთო.
აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტებით, პლაკატებით და შეძახილებით მსვლელობა გამართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავებს უფრო ქმედითი იყვნენ ქალთა საკითხების გამოძიების მიმართ. „მივმართავთ სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიქმნას სპეციაური ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების გამოძიებაზე. ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები.’’ – აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=GN-sfkMQW8Y[/embedyt]
აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალი დაცული იყოს ძალადობისგან, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, რადგან საზოგადოებას დიდი წვლილი მიუძღვის ძალადობის წინაარმდეგ ბრძოლაში.