ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა


  • ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში – MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის ორგანიზებით, ქართული კაკლოვანი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ერთად წარსდგნენ საერთაშორისო გამოფენაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ კავშირები დაამყარა ინდოეთის ბაზარზე პოტენციურ შემსყიდველებთან და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გამოფენის ორგანიზატორ ორგანიზაციასთან – ინდოეთის მშრალი ხილისა და კაკლოვნების საბჭოსთან.

MEWA INDIA 2025-ში მონაწილეობით, ქართული ნუშისა და კაკლის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა. დაინტერესებულმა შემსყიდველებმა ადგილზე დააგემოვნეს ქართული კაკლეული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია ნუშით, კაკლით და თხილით მოამარაგოს ინდოეთის ბაზარი. ამერიკულ ნუშთან და ჩილეურ კაკალთან შედარებით, ქართულ პროდუქციას შეუძლია გაცილებით მოკლე დროში და ნაკლები ლოჯისტიკური დანახარჯებით გავიდეს ინდოეთის ბაზარზე.

მშრალი ხილის და კაკლოვანი კულტურების გამოფენა MEWA INDIA, უკვე მეორედ ჩატარდა.  


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!