- დღეს, ააიპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვრის, ნუგზარ ჩხეტიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გალერეაში მხატვრის 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია გამოფენილი. “ბავშობიდან ვხატავ, თვითნასწავლი ვარ. ათასხუთასზე მეტი ფერწერული ტილო მაქვს შექმნილი. ნახატების უმრავლესობა არის: იტალიაში, აფრიკაში და ინგლისში. დღეს, გამოტანილი მაქვს თითქმის ორმოცი წლის ნაშუშევრები. ეს ჩემი მეორე გამოფენაა. წარმოდგენილი მაქვს: მეგობრების პორტრეტები, სამეგრელოს პეიზაჟები, ნატურმოტრები, ბავშვების პორტრეტები”. გვითხრა ნუგზარ ჩხეტიამ.
სამხატვრო გალერეაში გამოფენა 20 ნომებრამდე გაგრძელდება.