- დამოუკიდებელი რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” მუშაობას აჩერებს. რედაქცია აცხადებს, რომ “როსკომნადზორისგან” [რუსეთის სახელმწიფო მედია-მონიტორინგის სააგენტო] კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს, რომლის შემდეგ გაზეთის ონლაინ და ბეჭდვითი ვერსიის გამოცემის შეჩერება გადაწყვიტეს.
“კიდევ ერთი გაფრთხილება მივიღეთ “როსკომნადზორისგან”, რომლის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ როგორც გაზეთის ონლაინ, ისე ბეჭდვითი ვერსიის გამოშვებას, “უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის” დასრულებამდე.
პატივისცემით, “ნოვაია გაზეტას” რედაქტორები”, – ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.