- 10 – 13 აპრილს ქ. ლანჩხუთში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი – “ნოე ჟორდანიას თასი 2025“, რომელიც მოიცავდა ღია ტურნირს და 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ტურნირებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 13 510 ლარს შეადგენდა.
“ჭადრაკის სახლის” ადმინისტრაციის ინფორმაციით, “ნოე ჟორდანიას თასზე“ 8 ზუგდიდელმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
ღია ტურნირში 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით I – IV ადგილი გაიყო, ხოლო დამატებითი მაჩვენებლით მესამე ადგილი დაიკავა ფიდეს ოსტატმა ნიკოლოზ შამათავამ / 2292 / მწვრთნელი – დავით ჯოჯუა /.
ღია ტურნირში 5 ქულით 106 მონაწილეს შორის XI ადგილზე გავიდა, ხოლო 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის I ადგილი დაიკავა 10 წლის ანდრია ჯახაიამ / 1624 / მწვრთნელი – ზვიადი ფაცია/.
10 წლამდე გოგონათა შორის 7 შესაძლებლობიდან 5 ქულით II ადგილი დაიკავა ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლემ ბარბარე რიგვავამ / მწვრთნელი – დავით თულაძე /.
8 წლამდე ჭაბუკთა შორის 5.5 ქულით III ადგილი დაიკავა ამავე სკოლის მოსწავლემ იოანე ანთიამ / მწვრთნელი – რეზო იზორია /.