ნინო ცაცუა-პატარების თბილი ღიმილით იწყება ჩემი დღე


  • სოფელ ახალსოფელს, ოდითგანვე ჰქონდა რეგიონსა და საქართველოში გამორჩეული ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი. დღესაც, ეს ტრადიცია გრძელდება და ახალსოფელში სანიმუშო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

“ზუგდიდელების“ სტუმარია, ამავე, ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი ქალბატონი ნინო ცაცუა. ის 3-4 წლიანთა ჯგუფის „ცეროდენას“ აღმზრდელია.

-ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

-დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში. დავამთავრე ჭუბურხინჯის პირველი საშუალო სკოლა. სწავლა გავაგრძელე ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ამჟამად, ვმუშაობ ახალსოფლის საბავშვო ბაღში, “ცეროდენაში” აღმზრდელის პოზიციაზე. ამ სფეროში, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან ყველაზე მყუდრო და კომფორტულ გარემოში მიწევს მუშაობა.

-რამდენი ჯგუფი და აღსაზრდელი ჰყავს თქვენს საბავშვო ბაღს, აქედან, პატარა ჯგუფი რამდენი აღსაზრდელისგან შესდგება?

-საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი, სულ ირიცხება 38 აღსაზრდელი. 3-4 წლიანთა ჯგუფი 17 აღსაზრდელისგან შესდგება. საბავშვო ბაღი ორიენტირებულია თითოეული ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე. ჩვენი მიზანია პატარებმა შესძლონ დამოუკიდებლად დაიცვან თვითმოვლის სფეროში მოაზრებული საკითხები, შესძლონ უცხო გარემოსთან ადაპტირება, განავითარონ სოციალური, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარები. საბავშვო ბაღი არის კეთილმოწყობილი. აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და აკმაყოფილებს ყველა შესაბამისს სტანდარტს. პატარები სიამოვნებით ერთვებიან ჩემს მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში.

-რატომ საბავშვო ბაღის პედაგოგი?

-პირველ რიგში, ეს განაპირობა ბავშვებისადმი სიყვარულმა. მიხარია, რომ ვმონაწილეობ მათი აღზრდა-განვითარების საქმეში. ნებისმიერი პროფესია თუ საქმე წარმატების მომტანია. თუ ეს საქმე ყველაზე კარგად გამოგდის. პატარების თვალებში დანახული სითბო და სიყვარული უზარმაზარი მოტივაციაა ჩემთვის, მათი თბილი ღიმილით იწყება ჩემი დღე.

-რომელ თვისებას გამოყოფთ თქვენი ხასიათებიდან?

-ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა და ღირსება ჩემთვის უმთავრესია. ურთიერთობებში ჩემთვის, მნიშვნელოვანია ჰარმონიის მიღწევა და წონასწორობის დაცვა.

-თქვენს თავისუფალ დროზე ვისაუბროთ…

-თავისუფალ დროს ბავშვებს ვასწავლი ინგლისურ ენას. ჩემი მეორე პროფესია უცხო ენაა, ასევე, მიყვარს მცენარეების მოვლა.

-რამდენად რისკიანი ხართ?

-მართალია, რისკი ყოველთვის არ ამართლებს, მაგრამ მე მიყვარს, როცა გამიზნულად ვრისკავ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივყავარ წარმატებისკენ. ყოველთვის ვარ შედეგებზე ორიენტირებული. ოპტიმისტი და პოზიტიურად განწყობილი.

-პატიება თუ შეგიძლიათ?

-მახსენდება ნელსონ მანდელას სიტყვები: „განაწყენდე ვინმეზე ეს ნიშნავს დალიო შხამი და თქვენი მტრების მოწამვლის იმედი ჰქონდეს. ნუ იწამლავთ თავს და ნურც გარშემომყოფებთ წამლავთ. აპატიეთ და გაუშვით, იმიტომ კი არა, რომ ის ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ იმსახურებთ სულიერ სიმშვიდეს“. მე პირადად პატიება შემიძლია, მაგრამ დავიწყება არა.

-ჰყავთ ადამიანი, ვისი აზრიც ყოველთვის მნიშვნელოვანია?

-ზოგადად, ყოველთვის ვითვალისწინებ და პატივს ვცემ სხვის აზრს, მეუღლის აზრი, კი ყოველთვის მნიშვენლოვანია ჩემთვის, მართლია, ზოგჯერ ჩვენი აზრები, ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვთანხმდებით.

-დადგა დრო მოგვიყვეთ ოჯახზე…

-მყავს მეუღლე მანრიდ ბარძემიშვილი და ორი შვილი მილენა და გიორგი. შვილები სკოლის მოსწავლეები არიან. ჩემი ოჯახი ყველაზე დიდი ძალა და სიწმინდეა ჩემთვის,.

-ტრადიციული შეკითხვა რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელებს ვუსურვებ ერთმანეთის პატივისცემას, მშვიდობას და წარმატებას.

„ზუგდიდელები“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.