- დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, გაიმართა უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და მისი ნამუშევრების ასლების გამოფენა.
გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ უნგრეთის საელჩოს მიერ მოწოდებული მიხაი ზიჩის ილუსტრაციების ასლები, 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ზიჩის ილუსტრაციებია შესული.
ასევე გამოფენილი იყო ზიჩის ჯილდოს მფლობელების მხატვრების ზურაბ გაბულიასა და ლია შველიძის ნამუშევრები. მათ ჯილდო გადაეცათ გამორჩეული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.
ღონისისებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოწვეულ პირებთან ერთად დაესწრნენ.
ინფორმაციისთვის: მიხაი ზიჩის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ხელოვნების განვითარებაში.