ნიკოსეულ სასახლეში მერის სტიპენდიატების მიღება გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ნიკოსეულ სასახლეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.

მამუკა წოწერიამ სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა.

,,მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ ყველას მშვიდობა, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება და  ძალიან ბევრი წარმატება.  სწორედ  თქვენ ხართ წარმატებისა და  ძალიან დიდი სიამაყის საფუძველი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი სიმრავლეა წარჩინებული სტუდენტების, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი ზუგდიდიდან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმრავლე ხარისხის ტოლფასია და თქვენ ხართ ჩვენთვის მოტივატორები  და იმედი იმისა, რომ ჩვენც უფრო ეფექტურად, უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებთ. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის. მიხარია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც ამ მადლიერების გამოხატვის საშუალებას გვაძლევს და ხართ ჩვენი სტიპენდიატები. ეს შესაძლებელია, სიმბოლური ხასიათის იყოს და დიდი ფინანსური დატვირთვა არ გააჩნდეს, მაგრამ ეს არის ჩვენი   მადლიერების გამოხატულება თქვენი შრომისა და წარმატებებისთვის.“

ნიკოსეულ სასახლეში ვხვდებით, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული ყაიდის, ევროპული კულტურისა და ტრადიციების მატარებელი და ჩვენი წინაპარი ყოველთვის იღვწოდა ევროპისკენ. ევროპა ეს იყო ლტოლვა განათლებისკენ და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ სივრცეში შევიკრიბეთ“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებთან მიმართვისას.

ღონისძიება მუსიკალურად სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.

ცნობისთვის, 2022-2023 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 82 სტუდენტმა მოიპოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!