- ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე რესტორნებში სტუმრების მომსახურების ახალი ფორმატისთვის ემზადებიან. ამის შესახებ “როიტერი” წერს.
იდეა ასეთია: ადამიანებს ერთმანეთისგან უბრალოდ შორს კი არ დასვამენ, არამედ “შუშის კარვებში” განათავსებენ. ამგვარად, მაგიდასთან მსხდომები მეზობელი მაგიდებისგან და მიმტანებისგანაც კი დაცულები იქნებიან.
სტუმრების მომსახურება “კაბინაში” შესვლის გარეშე მოხდება. რესტორნების თანამშრომლებს ხელთათმანს, პიდბადეს და გრძელ ლანგრებს დაურიგებენ, რათა მათ შეკვეთა მაგიდებზე შორიდან მოათავსონ და სტუმრებს არ მიუახლოვდნენ.