“ნიდერლანდების საელჩოს ტიტა ადამიანის უფლებებისთვის”- მადონა ხარებავა გახდა


  • ჯილდოს “ნიდერლანდების საელჩოს ტიტა ადამიანის უფლებებისთვის” წლევანდელი მფლობელი მადონა ხარებავა გახდა.

ქალბატონი მადონა ქალთა გაძლიერებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრის ადვოკატირებას ეწევა. ის წლების განმავლობაში იბრძვის სამეგრელოსა და აფხაზეთში შშმ ბავშვთა საზოგადოებაში ინკლუზიისთვის.

ის ადამიანის უფლებათა სამაგალითო აქტივისტია, რომელიც დაუღალავად ებრძვის სტერეოტიპებს და ცდილობს, საზოგადოებაში ყველამ თანაბარი შესაძლებლობები მიიღოს.

ნიდერლანდების ელჩმა, ქალბატონმა მელინე არაკელიანმა ქალბატონი მადონა საელჩოს პრიზით დააჯილდოვა ცერემონიაზე, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სათემო აქტივისტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ნიდერლანდების საელჩო საქართველოში ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!